„აიდრიმი“ არის ინტერიერის დიზაინის სტუდია, რომელიც ქმნის არამხოლოდ ვიზუალურად განსაცვიფრებელ, არამედ პიროვნებაზე სიღრმისეულად მორგებულ და პრაქტიკულ დიზაინებს. ჩვენი ყველა დიზაინი შექმნილია მომხმარებელის საჭიროებების მიხედვით.

 

   „აიდრიმის“ პროფესიონალი დიზაინერების დახმარებით თქვენ შეძლებთ გადაჭრათ ისეთი პრობლემები, როგორებიც არის: სივრცისა და სათავსოების სწორად დაგეგმვა და მოწყობა, ფერებისა და განათების შეხამება და ა.შ.

 

   ჩვენ შეგვიძლია გაგიმარტივოთ ის გადასაჭრელი საკითხები, რომლებიც გაქვთ და ვიყოთ თქვენთვის სწორი პარტნიორი ინტერიერის დიზაინის შექმნაში. დიზაინის, რომელიც მუდამ ჩაფიქრებული გქონდათ.

 

   კომპანია „აიდრიმი“ ინტერიერის დიზაინის სერვისთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს ბინის, სახლის და კომერციული ფართის სრულ სარემონტო მომსახურებას და ავეჯის დამზადებას. (გაიგეთ მეტი სარემონტო სამუშაოებზე ან ავეჯის დამზადებაზე). ჩვენ გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სარემონტო სამუშაოებში, ასევე ავეჯის დამზადებაში. (ნამუშევრების ნახვა).  ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს შევთავაზოთ სრული სერვისი დაწყებული დიზაინით, დასრულებული ავეჯის მოწყობით.


ჩვენ ასევე გამოვირჩევით მომსახურების მაღალი ხარისხით.

 

1.       შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა

2.       მაღალი პასუხისმგებლობა

3.       ღია, მარტივი და პოზიტიური კომუნიკაცია

 

ეს არის ნაწილი იმ ყველაფრისა, რაც ჩვენთან დაგხვდებათ.

იგრძენით თავი თავისუფლად, დაგვირეკე დღესვე და მიიღე დეტალური ინფორმაცია!