სარემონტო სამუშაოები

 

ჩვენ ვასრულებთ, როგორც ბინის და სახლის სარემონტო სამუშაოებს, ასევე ოფისის/კომერციული ფართის რემონტს.

 

 

როგორ ვმუშაობთ

საწყის ეტაპზე, ვათანხმებთ დამკვეთთან შესასრულებელ სამუშაოებს და პერიოდს, შემდგომ მზადდება განფასება, სადაც დეტალურად არის აღწერილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, შრომისა და მასალების თანხა. მომხმარებელთან ერთად, დეტალურად განვიხილავთ განფასებას და ამის შემდგომ ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს.

ხორციელდება პროექტის მენეჯერის მიერ, მუდმივი კონტროლი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

მომხმარებლის კმაყოფილების მიზნით, პროექტის მენეჯერი, ასევე ეხმარება დამკვეთს ხარისხიანი მასალების შერჩევაში (როგორიც არის: კაფელ-მეტლახი, ლამინატი და ა.შ.), რაც საბოლოო შედეგის ეფექტურობის გარანტია.

 

ხარისხი და გარანტიები

ხარისხი

მაქსიმალური ხარისხის მისაღებად, საჭიროა კომპეტენტური პროექტის მენეჯერის მუდმივი ზედამხედველობა,სარემონტო სამუშაოების პროცესში.

ასევე, აუცილებელია სამშენებლო მასალების მაღალი ხარისხი, რაც დიდ გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე. ამ მიზნით ჩვენ ვიყენებთ, საკმაოდ ცნობილ და ხარისხიან ბრენდებს, როგორებიც არის: Knauf-ის თაბაშირ-მუყაოს ფილა, ჰაიდელბერგის ცემენტი, ქებულის მილგაყვანილობა და ა.შ.

კომპეტენტური პროექტის მენეჯერის, ხარისხიანი მასალებისა და გამოცდილი ხელოსნების კომბინაციით, ჩვენ ვქმნით მაღალ ხარისხის.

 

გარანტიები

სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, იდება ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი სამუშაოს ხანგრძლივობა, შესასრულებელი სამუშაოები და შესასრულებელი სამუშაოების ფასები.

ჩვენთან შეთანხმებული გადასახადის თანხა, რემონტის პროცესში არ იზრდება.


 

თანხის გადახდა

თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების საფუძველზე (საბანკო გადარიცხვით). სარემონტო სამუშაოების, მთლიანი ღირებულების 20%-ს იხდის მომხმარებელი სამუშაოების დაწყებიდან არაუგვიანეს მე-2 დღეს და ყოველი მომდევნო გადახდა (20%-ის ოდენობით), ხორციელდება გარკვეული სამუშაოების დასრულების შემდგომ.

 

მთლიანი ღირებულების 100% მომხმარებელს დაფარული უნდა ქონდეს, სარემონტო სამუშაოების სრულად დამთავრებამდე 10 დღით ადრე.

 

 

 

 

ჩვენ ვასრულებთ შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოებს:

√ სადემონტაჟო სამუშაოები;
√ შენება: აგურით; ბლოკით;
√ საიზოლაცვიო სამუშაოები;
√ ელექტროგაყვანილობა და ვენტილაცია;
√ წყალმომარაგება (сантехника);
√ გათბობა&გაგრილება;
√ ლესვა: გაჯით, ქვიშა&ცემენტით, როტბანდით;
√ მოჭიმული იატაკი (стяжка): თვითსწორებადი, სტანდარტული;
√ სამალიარო სამუშაოები: დაშპაკვლა, შეღებვა, შპალერის გაკვრა;
√ კაფელ-მეტლახის სამუშაოები;
√ მეტლახის, მდფ-ის, პლასტმასისა და ხის პლინტუსის გაკვრა;
√ ლამინატისა და პარკეტის მონტაჟი;
√ ციკლოვკა;
√ საბრიზგი სამუშაოები;
√ თაბაშირ-მუყაოს ფილების სამონტაჟო სამუშაოები: ჭერები, ტიხრები;
√ ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი; (ბარისოლი)
√ ამსტრონგის ჭერის მონტაჟი;
√ მეტალის, MDF-ისა და ხის კარებების მონტაჟი;
√ მეტალის ნაკეთობების ღებვა;
√ ვიტრაჟების მოწყობა;
√ მეტალო-პლასტმასის სამონტაჟო სამუშაოები;
√ სამშენებლო ნაგვის გატანა;
√ დალაგება, დასუფთავება.

 

 

 

 

 

1.     ელექტრო სამუშაოები

ელექტრო ტექნიკური სამუშაოების შესრულება, საცხოვრებელ ფართში, ყველა უსაფრთხოების დაცვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კომპანიის მაღალ კვალიფიციური ხელოსნების სწორად გათვლილი სიმძლავრეები, სამონტაჟო პროცესი და სხვა ფაქტორები, არის უსაფრთხოების/ხარისხის მაღალი შედეგის გარანტი.

 

2.     გათბობა&გაგრილება

 

იყავით კომპეტენტური თუ რა გათბობის სისტემას აყენებთ.

დღეს დღეობით მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გაჩნდა მრავალი ტიპის გათბობის სისტემა.

სწორად შერჩეული გათბობის სისტება და მისი სწორად მონტაჟი, შეამცირებს თქვენს კომუნალურ გადასახადს,  ასევეგაზრდის, მისი ფუნქციონირების ხანგრძლივობასა და უსაფრთხოებას.

3.     ლამინატის მონტაჟი

 

ლამინატის მონტაჟისთვის აუცილებელი პირობაა ზედაპირის სისწორე და მის ქვემოთ დასაგები საფარის შესაბამისობა. ერთი შეხედვით მარტივი სამუშაო, როგორიც არის ლამინატის მონტაჟი, შეიძლება დიდი პრობლემა გახდეს, თუ ხელოსნი არ იქნება საკმარისად გამოცდილი და მცოდნე მონტაჟისთვის საჭირო წინაპირობებში.