646f72af8e018.jpg



    „აიდრიმის“ ერთ-ერთი მთავარი მომსახურება არის ინტერიერის/ექსტერიერის დიზაინის შექმნა და გეგმარება, როგორც საცხოვრებელი ბინისთვის/სახლისთვის, აგრეთვე ოფისის და კომერციული ფართისთვის.


ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი სივრცისთვის დიზაინის და გეგმარების შექმნა.

ჩვენთან დიზაინერები დაგეხმარებიან ისეთი საკვანძო საკითხების გადაჭრაში, როგორებიც არის:


1.       პატარა სივრცის მოწყობა.

2.       ტიხრების გადანაწილება ისე, რომ სივრცე იყოს მაქსიმალურად ათვისებული და პრაქტიკული.

3.       ფერებისა და განათების კომბინირებით სასურველი გარემოს შექმნა, როგორებიც არის: მყუდრო, თბილი, მხიარული, კომფორტული და სხვა.

4.       სად და როგორ უნდა გამოვიყენოთ სარკე სივრცის აღქმადობის გასაზრდელად და პრაქტიკულობისთვის.

5.       როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვის ოთახი, რათა გავხადოთ მაქსიმალურად უსაფრთხო და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული.

6.       როდის და სად უნდა შევიტანოთ დეკორატიული მცენარეები და ნივთები ინტერიერში.

7.       სად და როგორ უნდა გამოვიყენოთ ღია და მუქი ფერები სასურველი გარემოს შექმნისთვის.

 

ჩვენი დახმარებით, თქვენ წინასწარ დაინახავთ ყველაფერს, რისი მიღებაც გინდათ და თქვენი სივრცე ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ნამდვლიად გსურდათ.